SunFlare Co., Ltd.

Global Interface & Solutions

SunFlare მრავალი წელია მოღვაწეობს როგორც მთარგმნელობითი სააგენტო და რჩება სანდო და ინტელექტუალურ პარტნიორად თავისი კლიენტებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ სრულ სერვისს, რომელიც აკმაყოფილებს ბიზნესის ნებისმიერ სფეროში მოღვაწე კომპანიების დოკუმენტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს ოპტიმალური გადაწყვეტილება დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების სწრაფი და ზუსტი გამოვლენის გზით.

სერტიფიცირებულია ISO 27001-ითა და ISO 9001-ით

ჩვენს კლიენტებს დოკუმენტების მიმართ მრავალნაირი მოთხოვნები აქვთ. შესაბამისად ჩვენ ვერგებით მართვის სხვადასხვა საერთაშორისო სისტემებს, გვაქვს კონფიდენციალური მასალის მიღება-ჩაბარების მტკიცე, უსაფრთხო სისტემა და ჩვენ უზრუნველვყოფთ უმაღლესი დონის ხარისხს.

მრეწველობის და ბიზნესის ფართო სპექტრში ვართ გამოცდილი

სანდო ბიზნესპარტნიორობის დასამტკიცებლად, ჩვენი სამრეწველო ექსპერტები და საველე სპეციალისტთა ჯგუფი მუშაობენ ერთად, რომ ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ მათ წინ მდგარი პრობლემების საუკეთესო გადაჭრის გზები.

90-ზე მეტ ენაში დახელოვნებული

თუ კომპანიას სურს თავისი ბიზნესი განავითაროს გლობალურად, მას გაუჩნდება ყველა სამიზნე ქვეყნის ენას და კულტურაში გარკვევის საჭიროება. თავად გარკვევა კომპანიისთვის არ იქნებოდა პრაქტიკული მიდგომა. ჩვენ SunFlare-ში გვყავს 90-ზე მეტი ენის სპეციალისტი, ჩახედული იმ ადგილის კულტურაში, სადაც ამ ენაზე ლაპარაკობენ. მათ შეუძლიათ ჩვენს კლიენტებს გაუწიონ ისეთი მიზანდასახული და დროული დახმარება, როგორიც საჭიროა გლობალურ ბიზნესში წარმატების მისაღწევად. ჩვენი სპეციალისტები თავისუფლად ფლობენ ენას და აქვთ შესაბამისი სფეროს ვრცელი ცოდნა, რაც საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ სწრაფი და მაღალი დონის სერვისები ისეთი დოკუმენტებისათვის, რომელიც მოითხოვს ღრმა ცოდნასა და სპეციალურ გამოცდილებას, მაგალითად იურიდიული საბუთები, საჟურნალო სტატიები და რეგულაციური განცხადებები.

კომპანიის პროფილი

კომპანიის სახელი

SunFlare Co., Ltd.

დაარსდა

1971 წლის 1 აგვისტოს

მისამართი

შტაბ-ბინა ტოკიოში:
შინჯუკუ ჰიროსე ბილდინგი, 4-7 იოცუია, შინჯუკუ-კუ,
ტოკიო 160-0004, იაპონია

წარმომადგენელი-დირექტორი

ჰიროიუკი სასაი

ბიზნესი

დოკუმენტაცია

  • თარგმნა
  • ლოკალიზაცია
  • წერა (ტექნიკურ და სამედიცინო დარგებში)
  • შემოქმედებითი სერვისები (დიზაინი, DTP, ვები და ვიდეო)

კონსულტაცია

  • კონსულტაცია დოკუმენტებზე
  • კვლევა (კანონები, რეგულაციები, სტანდარტები და პატენტები)
  • განცხადების და მიმართვის დახმარება (პატენტები, სარეგულაციო საქმე, სამედიცინო საშუალებები)

განათლება და ტრენინგები

  • SunFlare Academy
  • მთარგმნელის საკვალიფიკაციო გამოცდა (TQE)
  • საკორპორაციო ტრენინგები
  • სემინარები (პატენტები და სამედიცინო საშუალებები)

სერტიფიკაცია

ISO 27001, ISO 9001, ISO 17100 და Privacy Mark (JIPDEC)
Type II Marketing Authorization Holder License for Medical Devices

Back to Top